შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი

„რეალურად, ყველამ იცის და იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებაზე, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს.

როგორც პაპუაშვილმა კითხვის პასუხად აღნიშნა, ყველამ იცის, რომ ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია, ინტეგრაციის პროცესში ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა შეაფერხოს.

„საქართველო ყველაზე კარგი მაგალითია. 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მაშინ, როდესაც ყველა პოტენციური კანდიდატის წინ ვიყავით ყველანაირი შედეგებით, რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით.

საქართველო არ აწესებდა სანქციებს და ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ნორმალურად ვერც ხსნიან ბოლომდე, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ეს პროცესი სრულად არის პროცესი, რომელსაც, ერთი მხრივ, ბრიუსელი სრულად აკონტროლებს კანდიდატ ქვეყანას, შეუძლია, აკეთებინოს ყველაფერი, როგორც ერთი გამორჩეული ქართველი „ენჯეოშნიკი“ ამბობდა, რომ ცალ ფეხზე დააყენოს ნებისმიერი ქვეყანა იმის მოლოდინში, რომ იქნება კეთილგანწყობილი მის მიმართ გადაწყვეტილებების დროს და ბოლოს მაინც არ მიიღოს მისი წინსვლის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გამოკვეთილად ანტიქართული პოლიტიკა აქვს და ჩვენ არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ნებისმიერ ასეთ კენჭისყრაში ისინი არ დაბლოკავენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება დამოკიდებული გავხადოთ ბრიუსელის კეთილგანწყობაზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარება მიდის თავისი ლოგიკით, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, რა ვასიამოვნოთ ბრიუსელს, რომელიმე წევრ ქვეყანას თუ ასე შემდეგ. ამ გზაზე რომ გავყოლოდით, დღეს ჩვენ ისეთი ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.

შევახსენებთ ყველას, რომ მთლიანად ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნებს ვუსწრებთ. ჩვენ შემდეგ ვინც მოდის, ორჯერ ნაკლები ეკონომიკური ზრდის ტემპები აქვთ და აღარაფერს ვამბობ ნულის გარშემო მყოფ ეკონომიკური ზრდის ტემპების მქონე ქვეყნებზე.

ჩვენი პოლიტიკის სისწორეს ჩვენი შედეგები ადასტურებს, ხოლო პოლიტიკა დღესდღეობით არის ის, რომ არ დავუჯეროთ ბრიუსელიდან მავნე რჩევებს იქამდე, ვიდრე ბრიუსელი არ დაუბრუნდება დემოკრატიულ, კონსტრუქციულ რეჟიმს. მანამდე, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს.

ასე რომ, დღეს ბურთი არის ბრიუსელის მხარეს, საქართველო ზის დისკუსიის მაგიდასთან, მოუსხდნენ, როგორც ზრდასრული ადამიანები, ისე მოიქცნენ და ეს უმწიფარი პოლიტიკა, საქართველოს არ შემჩნევის, არდანახვის და დაზიანების სურვილისა, უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792052249

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თ...

უკანონო თევზჭერა

1792049971

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი

ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და...

თენგიზ შარმანაშვილი

1792048546

საზოგადოება

„12 საფლავი გაქურდა, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - ზესტაფონში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბ...

ლითონი ლითონი

1792048494

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას შ...

შინაგან საქმეთა სამინისტრ

1792047535

საზოგადოება

საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.️ „ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის...

სურსათი სურსათი