შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს
„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ.
კერძოდ, „ევროკავშირზე საუბრის კონტექსტში რამდენჯერმე ახსენეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედხართ, ელოდებით, როდის მოიქცევიან ზრდასრული ადამიანებივით და დასხდებიან დისკუსიის ფორმატში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დისკუსიის ფორმატსა და თქვენს მოლოდინებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება? ამ თემაზეც მოვისმინეთ საკმაოდ მწვავე შეფასებები პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დემოკრატიის გზა არ არის. რა პოლიტიკური რეზონანსი შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს საერთაშორისო კონტექსტში? ამასთან, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციებიც დააანონსეს“, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა:
„ვნახე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი აკრძალვის პროცესი ფაშისტური პოლიტიკაა. პირველ რიგში, ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ქალბატონი სალომეს ოჯახის წევრები ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის კოლაბორანტები იყვნენ. ასე რომ, მისი მხრიდან ფაშიზმზე საუბარი ცოტა ფარისევლობაა.
მისი ოჯახის წევრები შეკრული იყვნენ და თანამშრომლობდნენ ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ქალბატონი სალომე როდესაც პარტიების აკრძალვას ფაშისტურ პოლიტიკას ადარებს, გამოდის, რომ უკრაინასა და მოლდოვას ფაშისტურ სახელმწიფოებად უწოდებს? თუ რასთან გვაქვს საქმე? 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ორი პარტია კი - მოლდოვაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. ასე რომ, ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს იმ მუქარებთან, რომლებიც ზოგიერთი აქტორის მხრიდან გვესმის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია და მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც ყველგან მოქმედებს – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, საქართველოშიც. ან ვინმემ უნდა თქვას, რომ საქართველო მეორეხარისხოვანია, ქართველები კი, მეორეხარისხოვანი ერი. თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, ჩვენ ვინმესთან შედარებით პლებეები ვართ?“.
მისი თქმით, პარტიის აკრძალვის პროცესს დემოკრატიის შესუსტებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვის მთელი არსი ის არის, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ.
IRI-ის კვლევების ნახვის შემდეგ „ნაცებმა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს და ა.შ. მათ ხომ ნახეს, როგორია მათი მხარდაჭერა? ასე რომ, თავადაც საუბრობენ ერთმანეთზე და საქართველოში დემოკრატიულ პროცესს აფერხებენ. ასე რომ, პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თუ ჩვენი არგუმენტები სარწმუნო იქნება, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება, საზოგადოება კი ამ ყველაფრისგან მხოლოდ მოიგებს და გაიხარებს.
მომავალში იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ თითოეული ეს პარტია წლებია, ჩართულია ანტიდემოკრატიულ პროცესებში, რომელთა მიზანიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაა.
რამდენიმე მცდელობა ჩაუვარდათ და როდემდე უნდა უყუროს და ითმინოს საზოგადოებამ, როდესაც ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, არჩევნების საბაბით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ? აღარაფერს ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე ასახულია სარჩელის შინაარსში“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
1792054712
სპორტიბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ან...
1792053652
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატ...
1792052249
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თ...
1792049971
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა ისინი იცავენ თავს, ეს არის ევროპული და ძალიან კარგი, ხოლო როდესაც ზუსტად იმავე მეთოდოლოგიით შენს დაცვას დაიწყებ, გეუბნებიან, რომ ეს არის რუსული ნარატივი
ეს არის პოლიტიკური სეგრეგაციის მიმანიშნებელი, როდესაც ამბობენ, რომ „მე მაქვს პოლიტიკური სივრცის დაცვის უფლება ჩემს ქვეყანაში და შენ არ ამის უფლება გაქვს. მე ელიტარული ერი ვარ, შემიძლია, ეს გავაკეთო და...
1792048546
საზოგადოება„12 საფლავი გაქურდა, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - ზესტაფონში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბ...



























