შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ აურიოს სიტუაცია საქართველოში

პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურობასა თუ ანტიკონსტიტუციურობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციაში და ნებისმიერ ქვეყანაში არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, წარსულში ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სარჩელით თავად ითხოვდა ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას.

„ლომჯარიამ მაშინ პარლამენტში ოპოზიციურ წევრებსაც კი გაუგზავნა ის სარჩელი იმისთვის, რომ მათ შეეტანათ. თავად ენჯეოებს ჰქონდათ გამზადებული სარჩელი და ცდილობდნენ მაშინდელ პარტიებთან მუშაობას იმისთვის, რომ მათ შეეტანათ ეს სარჩელი. ფარისევლობა, ტყუილი და ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ჯგუფები ცდილობენ რაღაც აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სარჩელი მზად არის და მიმდინარეობს მისი სამართლებრივი დახვეწა.

„დღეს გვექნება უმრავლესობის სხდომა და მოხდება ამ სარჩელის განხილვა. ვფიქრობ, რომ ხვალ უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ შევიტანოთ.

ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომლის გამოყენებაც ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველო, დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ვხედავდით ომის პროპაგანდას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ა.შ. საკითხები, რომელიც კონსტიტუციითვე არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.

ჩვენი მთავარი სამიზნე არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ აურიოს სიტუაცია საქართველოში, დააორგანიზოს ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ხელისუფლებების დამხობის მცდელობები, რომელიც რამდენიმე ვიხილეთ ბოლო 13 წლის განმავლობაში“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა დასავლური სტილის კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპს.

„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპი გულისხმობს, რომ დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული ინსტრუმენტები გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ამ პრინციპით მოქმედებს ყველა ქვეყანა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა მათთვის.

თუკი აინტერესებთ პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართონ ნინო ლომჯარიას და ის გაუწევს მათ კონსულტაციას“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761569320

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1761568111

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად

„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1761565973

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი

მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...

შალვა პაპუაშვილ

1761565350

საზოგადოება

ტურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...

ტურისტული კომპანიი

1761564776

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება

ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...

შალვა პაპუაშვილი