შალვა პაპუაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიაზე: ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები

ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრისას.

პაპუაშვილის განცხადებით, ამ კამპანიაში ახალი არაფერია და ამაზე პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს საუბრობდა.

„ამაში ახალი არაფერია, დღეს გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, სადაც ჩანს გარიჟრაჟი ანტიეკლესიური კამპანიისა. როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ ვნახეთ ამის განვითარება. საერთო ჯამში მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ არიან ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ აღნიშნულ კამპანიას ევროპულ ჭრილში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, ევროკავშირის ბიუროკრატების მცდელობებით სულ უფრო მეტად იქცევა ფსევდორელიგიურ იდეოლოგიზირებულ კავშირად.

„ჩვენ ვხედავთ რომ ევრობიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ღირებულებებზე, ოღონდ არც აკონკრეტებ რა ღირებულებებია ანუ ცდილობენ მორალური პიედესტალიდან ესაუბრონ წევრ ქვეყნებსაც და კანდიდატ ქვეყნებსაც. არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია. ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები, ბოლშევიზმი ეს იყო იდეოლოგია, მაშინაც სხვათა შორის ევროპიდან შემოსული სოციალიზმის სახით. ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, რეალურად ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ფსევდორელიგიის მეთოდების გამოყენებით იდეოლოგიური გავლენის მოპოვების მცდელობას, ამ შემთხვევაში ბუნებრივი კონკურენტი არის ეკლესია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774554445

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: შეიძლება რელიგიურები არ არიან, არ აინტერესებთ ქართული ტრადიცია, „ენჯეოების“ არჩევანია, მაგრამ როდესაც საზოგადოება ასეთ მწუხარებაშია, წუთი ვერ უნდა გამონახო ერთი-ორი სიტყვა თქვა შენი ორგანიზაციის სახელით?!

ამის [პატრიარქის გარდაცვალების] შემჩნევა არც კი იკადრეს. ამის მერე კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ისინი უცხოების ინტერესებს ატარებენ და არა ქართველო ხალხის?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1774554194

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის

მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...

შალვა პაპუაშვილი

1774552158

სპორტი

საქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგ...

ფრეფრე ფრე

1774549995

საზოგადოება

2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა შედეგი გაათანაბრა

2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოსთან დაპირისპირებაში შედეგი გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ის...

ფეხბურთი ფეხბურთი

1774547248

სპორტი

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა. გოლი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლი...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო