შალვა პაპუაშვილი: დახარჯეს მილიონები, რეცხეს ტვინები, შექმენს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული „ქართველი ერი“ და ეს ყველაფერი ერთ დღეში ჩამოემსხვრათ ხუხულასავით
დახარჯეს მილიონები, ატარეს სემინარები, რეცხეს ტვინები, შექმენს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული „ქართველი ერი“ და ეს ყველაფერი ერთ დღეში ჩამოემსხვრათ ხუხულასავით. ვფიქრობ, ბევრისთვის უცხოეთში და მათი ემისრებისთვის საქართველოში იყო შოკი, რაც მათ დაინახეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეკლესიისთვის ანტიდასავლურობის დაბრალება ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო.
„ასეთ დროს პირველი მიზანი არის ტაბუების მსხვრევა, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ არის განსაკუთრებული პატივისცემა, მნიშვნელოვანია, რომ წინა პლანზე გამოიყვანონ განსაკუთრებით თავხედი ადამიანები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ შეურაცხყოფას, თავდასხმას ეკლესიაზე. პატრიარქი 2004 წელს ამბობდა ანტიდასავლურობას გვაბრალებენო. ანტიდასავლური, პრორუსი - ეს იარლიყები მაშინ დაიწყო ჯერ კიდევ. შეგახსენებთ ეს რა პერიოდია, ნაცმოძრაობა ახალი მოსულია ხელისუფლებაში, არსებობს გარკვეული ეიფორია, რომ შეიძლება სიახლეები იყოს და პატრიარქი მაშინვე ხედავდა თუ რა სიბოროტეს ეყრებოდა საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გლოვის დღეებში ადამიანების მცირე ჯგუფმა იკადრა ის, რაც ქართველს არ ეკადრება.
„შექმნეს მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას და ყველაფერს, მათ შორის პატრიარქს და მათ შორის მაშინ, როდესაც ის ჯერ განსასვენებელს მიბარებული არც იყო, ის რასაც ქართველს არ ეკადრება ამას კადრულობდნენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1774554194
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის
მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...
1774553782
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიაზე: ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები
ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები - განაცხად...
1774552158
სპორტისაქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგ...
1774549995
საზოგადოება2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა შედეგი გაათანაბრა
2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოსთან დაპირისპირებაში შედეგი გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ის...
1774547248
სპორტი1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა
1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა. გოლი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლი...



























