შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე საელჩოებმა, ორგანიზაციებმა, თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია არ გვესწავლება

როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე საელჩოებმა, ორგანიზაციებმა, თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც რეიტინგების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით მათ საქართველო უსწრებს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რატომ არ რეგისტრირდება გამჭვირვალობის რეესტრში აქტივისტის ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველო“, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
„რაც მედიიდან გაირკვა, ეს არის პოლონეთის მთავრობის ორგანიზაცია. ყველანაირად ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს. როდესაც უცხოური ორგანიზაციები ასე იქცევიან, პატივს არ სცემენ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, გამაოგნებელია და გარკვეულ ტონსაც აძლევენ მათგან დაფინანსებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს. ამას უკვე პოლონეთის საელჩომ უნდა უპასუხოს. საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. თავის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ რაიმე აღიზიანებს ქართველ ხალხს, აღიზიანებს როდესაც უყურებენ ზემოდან. როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე საელჩოებმა, ორგანიზაციებმა, თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც რეიტინგების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით მათ საქართველო უსწრებს და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1758010810
საზოგადოება2026-2029 წლებში თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება იგეგმება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება. როგორც დედაქალაქის მერის მოად...
1758010264
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს
დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...
1758009634
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის გან...
1758009601
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ მინისტრად არჩევის დღიდან. ეს არის როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, ისე კორუფციასთან ბრძოლა
პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ არავისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე საუბრისას. „მთავარი...
1758009571
საზოგადოებათბილისის მერია მომდევნო წლებში ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების, ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიისა და ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამებს დაიწყებს
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა. კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შ...