შიო მესამე: მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ

მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილებს.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს გადარჩენის საწინდარი.

„თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაიფაროს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, ჩვენ ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას.

მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი. ასევე ღვთის წყალობის“, - განაცხადა პატრიარქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779013576

საზოგადოება

პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიან...

მიხეილ ყაველაშვილ

1779012739

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობა...

მაკა ბოჭორიშვილი

1779012052

საზოგადოება

შიო მესამე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრუ...

შიო მესამე:

1779011319

საზოგადოება

შიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის

დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიად...

შიო მესამე

1779010402

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა, მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა. „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ნამდ...

გენო პეტრიაშვილი