შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა სისტემის მცირე რეგიონად
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მაინც შეუნარჩუნდება.
„თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე.
სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად. დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება“, - წერს პაპუაშვილი.
1785098233
ახალი ამბებიშსს: საკრებულოს მიმდებარედ 10 პირი დააკავეს, მათ შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თა...
1785096740
მსოფლიოგაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ტრამპი ირანს „მოლაპარაკებების საშუალებას“ აძლევს
გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე საჰაერო დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის საშუალება მიეცა. ამის შესახებ უოლცმა Fox News-ს...
1785096300
ახალი ამბებიწყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობი...
1785095170
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზაში სრული განახლება მიმდინარეობს, წინსვლა და გაუმჯობესება გვაქვს ყველა მიმართულებით
„კომპანიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს, როგორც სამგზავრო ისე სატვირთო მიმართულებით. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები“,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშ...
1785093747
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
„არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყ...




























