შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც
სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.
„თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება“, - წერს პაპუაშვილი.
1785128581
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 27 ივლისს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნო...
1785099156
მსოფლიომედიის ცნობით, საფრანგეთის რამდენიმე დეპარტამენტში ხანძრების გამო, 27 ივლისს ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კრიზისული სხდომა გაიმართება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 27 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორის კრიზისულ სხდომას უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყნის რამდენიმე დეპარტამენტში გავრცელებულ ხანძრებს შეეხება. ინფო...
1785098233
ახალი ამბებიშსს: საკრებულოს მიმდებარედ 10 პირი დააკავეს, მათ შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თა...
1785096740
მსოფლიოგაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ტრამპი ირანს „მოლაპარაკებების საშუალებას“ აძლევს
გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე საჰაერო დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის საშუალება მიეცა. ამის შესახებ უოლცმა Fox News-ს...
1785096300
ახალი ამბებიწყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობი...




























