შალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. პარტია ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაში არის და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას

შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ფაქტობრივად პარტია არის, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაში არის და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებაზე, რომ ბოიკოტი შეწყვიტონ და შევიდნენ პარლამენტში.

მისი თქმით, ახლა პარტიის წევრები დაბნეულები არიან და ცდილობენ საკუთარი საქციელი რაიმენაირად გაამართლონ. სწორედ ამას უკავშირდება განცხადებები, რომ ისინი პარლამენტში შედიან თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქმედებით მის ლეგიტიმაციას აღიარებენ.

„დღეს განცხადება იყო ერთ-ერთი პარლამენტის წევრისა გახარიას პარტიიდან, ქალბატონი რუსუდან თევზაძისა, რომელმაც თქვა, რომ ის უარს იტყვის საპარლამენტო მანდატზე. ის კენჭს იყრიდა 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი თბილისის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. ერთი, რომ მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. და მეორე, ეს ხალხი ლაპარაკობს ლეგიტიმაციაზე ვინც 67 ათასი ამომრჩევლისგან, აიღო 369 ხმა.

მე მესმის, რთული მდგომარეობა არის. წინა პარლამენტშიც იგივე მდგომარეობა იყო. გახსოვთ, ხომ მელიას განცხადება: „პუფი“ იქნება ის ვინც შევაო“ და ბოლოს„პუფებად“, რომ შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში. მანდატები არ დათმეს მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფიზიკურად ფეხი. ახლა უწევთ არჩევნების აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ. მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებულმა რადიკალებმა და მათმა პატრონებმა სცადეს ხელისუფლების დამხობა, რაც არ გამოუვიდათ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინაიდან გეგმა „B“-მ არ იმუშავა, ახლა ცდილობენ პარლამენტში შესვლით საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ მათივე სამარცხვინო ქცევა.

„ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც შეიძლება პარლამენტში მათ მუშაობას ახლდეს, ეს არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ფაქტობრივად პარტია არის, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაში არის და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761569320

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1761568111

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად

„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1761565973

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი

მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხა...

შალვა პაპუაშვილ

1761565350

საზოგადოება

ტურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...

ტურისტული კომპანიი

1761564776

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება

ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...

შალვა პაპუაშვილი