სერგეი ლავროვი – ევროპა რუსეთს თუ თავს დაესხმება, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ევროპის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში ომი „სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა და ეს რამდენჯერმე გაიმეორა: „ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ. ეს სისულელეა, იდიოტიზმია. მაგრამ თუ ეს საუბრები თქვენი თავდასხმისთვის მზადებას ნიშნავს, გარწმუნებთ, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“. ამ სიტყვების დამახსოვრებას გირჩევდით“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის მიერ არქტიკის მილიტარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვისთვის „შემაშფოთებელია“.

„ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა, ნორვეგიელებმა და კიდევ ვიღაცამ, იქ სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რომლის სცენარიც აშკარად რუსეთის ფედერაციასთან ომს ითვალისწინებდა“, – განაცხადა ლავროვმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788882189

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ირაკლი კობახიძის ინიციატივით და მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში ნომერი მესამეა და ყოველწლიურად იზრდება

„ის მოცემულობები, რომლებიც ამ კვლევამ წარმოაჩინა და მისი სწორი ანალიზი არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის, რაც ერთი წლის წინ დაანონსდა და შემდგომში მთავრობის დადგენილებით მივიღეთ...

გივი მიქანაძე

1788880784

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ

„შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება“, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს....

ნინო წილოსანი

1788878468

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში წარადგინეს

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის (Ballon d'Or) 30 ნომინანტს შორის დაასახელეს. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. ყველაზე დიდ საფეხბურთო დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია

1788877126

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე

„ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვ...

ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია

1788876643

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლე...

დაკავება და ბორკილები