გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
სოფლებში - მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე (მორი), რომლებიც გადატანილია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოებში“.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 7300 ლარს აჭარბებს.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, მიმდინარე წლის 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 200-მდე ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1785136504
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...
1785135068
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...
1785132555
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც
სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში...
1785131937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა სისტემის მცირე რეგიონად
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერ...
1785130739
მსოფლიომინესოტას სკოლებში 4-იდან 10 წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ
მინესოტაში სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. მედიის ცნობით, პროექტზე მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა. მათ 4-იდან 10 წლამდე ბავშვებისთვის შექმნეს თოჯინები, რ...


























