შალვა პაპუაშვილი: თბილისი დღეს შეუდარებელია, ამას მტერი თუ მოყვარე ყველა ხედავს. მათ შორის ჩვენი ოპონენტები ზუსტად კახა კალაძის ხელმძღვანელობით აღდგენილ პარკებში, როგორ დასეირნობენ, ესეც აჩვენებს თუ რა წარმატებაა ამ მხრივ

თბილისის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ რა გეგმები აქვს კახა კალაძეს მომავალი 4 წლის განმავლობაში. გარემოს დაცვა და შესაბამისი პირობების შექმნა თანამოქალაქეებისთვის, ეს არის რაც წლების განმავლობაში კახა კალაძის მხრიდან კეთდებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ღონისძიების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, თბილისი დღეს შეუდარებელია და ამის უარყოფა არავის შეუძლია.

„დღეს თბილისი შეუდარებელი არის, მისი მდგომარეობა, რაც წლების წინ იყო. ამას მტერი თუ მოყვარე ყველა ხედავს. მათ შორის ვაკვირდებით ჩვენი ოპონენტები ზუსტად კახა კალაძის ხელმძღვანელობით აღდგენილ პარკებში, როგორ დასეირნობენ და ხვდებიან მოქალაქეებს. ესეც აჩვენებს თუ რა წარმატებაა ამ მხრივ.

დღეს იყო საუბარი თუ როგორ მოხდება მომავალი წლების განმავლობაში მწვანე გარემოს და ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757584465

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა

გამართლდა ჩვენი მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „მეგობარი აქტი“ დღის შუქს ვერ ნახავდა, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განა...

მაია ბითაძე

1757584001

საზოგადოება

კახა კალაძე: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქ...

კახა კალაძე

1757583417

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია, ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება. „ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებე...

შალვა პაპუაშვილი

1757583071

ახალი ამბები

კახა კალაძე: დაპატიმრებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს, კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

„არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანები...

კახა კალაძე

1757582676

საზოგადოება

კახა კალაძე: ეუთო/ოდირზე ზეწოლა და მუქარა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტიის ძალებისთვის სასიკეთო შედეგი არ დადგა საქართველოში

საპარლამენტო არჩევნებზე გლობალური ომის პარტიის ძალებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან, სასიკეთო შედეგი არ დადგა, ამიტომ ფეხქვეშ გათელეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ეუთო/ოდირს, მის...

 კახა კალაძე