თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიასთან დებატები მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს

ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ გახარიას და მოვიგეთ თუ წავაგეთ მასთან დებატები ამას ხალხი წყვეტს, ვინც თვალს გვადევნებდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მოსვლას არ აპირებდა, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, თუმცა როცა გადაწყვეტილება შეცვალა დაცვის თანხლებით მოსვლა მოითხოვა.

„როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მივიღე, რომ თუ ადამიანს შიში თუ შფოთვა ჰქონდა, დაცვასთან ერთად მოსულიყო, არ იყო პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონ გიორგის ადგილზე ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაც ტიპის „უხორცობასა“ და „უშიშრობაზე“. როდესაც დაცვა მოვიდა, შედგა საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა პარლამენტში შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება - ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? იმიტომ რომ, ცნობილია და მით უმეტეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს, ტარების უფლებით და ასე ვთქვათ „არ ვისვრი“. ასევე იყვნენ კომისიის წევრებიც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რაც კომისიის დასკვნაშიც წერია, რომ გიორგი გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებს და რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა.

„ბოლოს იმდენი გავაკეთეთ, რომ დებატის შედეგი დადგა - გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. ამიტომ, ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან დებატებზე მიბრძანდებით დაცვისა და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ პოლიტიკაში მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი შარაშიძეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770124642

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგო...

თინათინ რუხაძე

1770124085

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1770123420

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“: შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ფინანსთა სამინისტროს...

შემოსავლების სამსახური

1770122870

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: განათლების რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ერის მომავალზე და განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლე...

მარიამ ლაშხი

1770120972

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებუ...

ირაკლი კობახიძე