შინდისის გმირის ძმა ფრიდონ ზოიძე: აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაეკარგათ

აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ყველა ურთიერთობის ხიდის. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა, - განაცხადა შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში ხომ იკრძალებოდა მაგალითად საბჭოეთის გარეთ რაღაც კომუნიკაციები, გარკვეული ფილტრი იყო, ასე აკეთებდნენ ცხინვალშიც და სამაჩაბლოშიც. სახალხო დიპლომატიას უშლიდნენ ხელს. აბსოლუტურად ყველა ხიდებს წვავდნენ. უნდოდათ, რომ ეთნიკურად ყველა ქართველი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოსულიყვნენ პროვოკაციების ხაზზე, ამას მერე მოჰყვებოდა აღიარება და შემდეგ იტყოდნენ, რომ რა ვქნათ, ახლა ამხელა რუსეთის ფედერაციას ჩვენ ომს ვერ მოვუგებთ და დანარჩენი ტერიტორიები, რაც იქნება დარჩენილი, ამ ტერიტორიებით მაინც შევიდეს კონკრეტულ ალიანსებში.
დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჩვენ გვირჩევნია ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე“, ეს ხომ ასე არ შეიძლება. ეს ძალიან ცუდი აზროვნებაა, არასახელმწიფოებრივი, არაქართული და არაადამიანური. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს ორი საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაეკარგათ,“ - განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.
1748695675
საზოგადოებაპრეზიდენტი: ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს - ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს [ოკ...
1748694292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით
„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურ...
1748692644
ახალი ამბებიშს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...
1748689460
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ
„ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...
1748687709
საზოგადოებასახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან
ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...