შრომის პროდუქტიულობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია, წლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა.

შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდვეულნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა.

ზრდის ამ ორნიშნა, 10%-ზე მაღალი, წლიური ტემპით საქართველო მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. ამასთან საქართველო შრომის პროდუქტიულობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჩვენი საუკუნის 24 წლიან პერიოდში შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად გაიზარდა გაიანაში 786%-ით, მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო სადაც შრომის პროდუქტიულობა 340%-ით არის გაზრდილი.

შემაშფოთებლად დაბალია შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 2024 წელს 1%-ზე დაბალი იყო, ხოლო ისლანდიაში, ირლანდიაში, ავსტრიაში, იტალისა და ფინეთში შრომის პროდუქტიულობა დაეცა.

მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით.

ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს.“ „მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1]“, - განმარტავს მსოფლიო ბანკი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752082934

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...

არჩილ გორდულაძე

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა