„სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?“ - თინა ხიდაშელი პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ შემზარავ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
„ნახევარი საათია ეკრანს დავყურებ. არ ვიცი როგორ დავწერო ის რასაც ახლა ვგრძნობ, ისე რომ თავი არ დავკარგო.
სისტემა, შსს, კანონი და დავალება სჭირდება იმას ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ?
არასოდეს რომ არ დაისაჯა პოლიციელი ადამიანებზე ძალადობის და წამებისთვის ვიტყვით იმის ბრალიაო და მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ასეთი არაკაცი რომ არ იყო რასაც ახლა ეკრანზე ვუყურებთ ამას კანონი და სისტემა სჭირდება?“, - წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემის ვიდეოკადრებზე მოკვლევა დაიყო და მასალები უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
„ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.
ვიდეომასალაზე ასახულია, რომ სამართალდამცველს მოქალაქე შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.
დღის სხვა ამბები:
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































