სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე იმყოფება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ასამბლეა მისასალმებელი სიტყვით WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა გახსნა. ასამბლეის მონაწილეებს, სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა „საქპატენტისა“ და WIPO-ს მჭიდრო თანამშრომლობაზე და იმ თვალსაჩინო მიღწევებზე, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით WIPO-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს შეერთება მარაკეშის ხელშეკრულებასთან და, ასევე, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან; აგრეთვე, საქართველოში დაინერგა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“, რომელიც ხორციელდება „საქპატენტის“, WIPO-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. „საქპატენტის“ ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში ეწყობა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება „საქპატენტის“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრიც, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული მნიშვნელობის როლს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების საქმეში. ასევე ითქვა, რომ „საქპატენტში“ წარმატებით მიმდინარეობს უწყების მატერიალური დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის პროცესი და „საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის“ პროგრამული და ტექნიკური მოდერნიზაცია.

გენერალური ასამბლეა 18 ივლისამდე გაგრძელდება. მონაწილეები მოისმენენ ანგარიშებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, ასევე, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მუდმივმოქმედი კომიტეტების საქმიანობის შესახებ.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით დაგეგმილია „საქპატენტის“ თავმჯდომარის შეხვედრები WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან და, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752082934

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...

არჩილ გორდულაძე

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა