სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილზე გაკეთებულ განცხადებას.

„ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში შექმნა განუმეორებელი ეპოქა.

„ლაშა ბუღაძემ ნონა გაფრინდაშვილს საბჭოთა ეპოქის ადამიანი უწოდა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი ერის სიამაყე და ყოველთვის ასეთად დარჩება. ის არის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომლის მსგავსი არ განმეორებულა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ისტორიაში - როცა სპორტის ერთ სახეობაში, ერთი ქვეყანა თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო მუდმივად გამარჯვებული. და არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ხშირად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ხვდებოდა ერთმანეთს. ეს ეპოქა სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა შექმნა. ყველა შემდგომი თაობა მის მაგალითზე იზრდებოდა და დღესაც რომ გვაქვს ძალიან ძლიერი საჭადრაკო სკოლა, ესეც მისი დამსახურება.ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ლაშა ბუღაძე კი ბედავს ასეთი გარეწრული განცხადებების გაკეთებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747906941

საზოგადოება

რუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. კომისიის თავმჯდ...

რუსუდან შარაძე

1747906852

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს,’’- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1747904641

ახალი ამბები

რუსუდან შარაძე: ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

„მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, -განაცხადა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

რუსუდან შარაძე

1747903521

საზოგადოება

სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს,...

სოზარ სუბარი

1747902771

ახალი ამბები

ალექსანდრე მეგუთნიშვილი: USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი - ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი „ქეშის“ სახით უკან უნდა წამოსულიყოო

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას გაიხსენა ვანო მ...

ალექსანდრე მეგუთნიშვილი