სოზარ სუბარი „შუა დერეფანზე: ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის

ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის სიმდიდრეებზე. ეს კი საქართველოს გვერდის ავლით ძალიან გაძნელდება.

„როდესაც ევროპარლამენტში დადის ჟურნალისტი და ეკითხება ევროპარლამენტარებს, რომ „აი, მე მაქვს რუკა და იქნებ მაჩვენოთ ირანი სად არის?“ - პრაქტიკულად, არც ერთმა გამოკითხულმა არ იცოდა, სად იყო ირანი. რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ფიქრობენ არც თავის სამშობლოზე და მით უმეტეს არც სხვა ქვეყნებზე - რა იქნება, როგორ იქნება. ვინც იცის რეალურად რა არის გეოპოლიტიკა, ვინც იცის რა არის გეოგრაფია იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება და საქართველოში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის.

მომავალში ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესია, რომ მათ ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის სიმდიდრეებზე. ცენტრალური აზიის სიმდიდრეებზე წვდომა საქართველოს გვერდის ავლით ძალიან გაძნელდება. ერთ-ერთი მოკლე გზა ნამდვილად არის ამ მიმართულებით საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის საქართველოს დერეფანი.

ბუნებრივია საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთშიც მთავრობა შეიცვლება, რაღაც ურთიერთობებს დაამყარებენ ევროპელები რუსეთთან და რუსეთის მიმართულებითაც გავა ტვირთები. ისევე, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობაც გარკვეულ ტვირთებს მიიზიდავს. მაგრამ საქართველო აქ ერთი მხრივ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და მეორე მხრივ, როდესაც დიდ რეგიონში არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ტვირთები იქნება სრულიად საკმარისი ყველასთვის. ნეტა შეგვეძლოს გატარება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775483897

საზოგადოება

ზურაბ ნოღაიდელი: ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს

„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა....

ზურაბ ნოღაიდელი

1775483034

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას

ოპოზიციის მიზანია, რონ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775482519

საზოგადოება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე მეჰრიბან ალიევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია

მეჰრიბან ალიევას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ თამარ ბაგრატიონმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირ...

მეჰრიბან ალიევა

1775480788

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1775478314

ახალი ამბები

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხად...

მაკა ბოჭორიშვილი