ტრამპი ირანზე: მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ მუქარა გაამკაცრა და განაცხადა, რომ მას იმაზე „უარესი“ ვარიანტებიც აქვს მომზადებული, ვიდრე ქვეყნის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვაა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმებას არ დათანხმდება.
„მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ. მეტს აღარ ვიტყვი, რადგან არსებობს სხვა რაღაცებიც, რაც ამ ორზე უარესია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპი თეირანს „ჯოჯოხეთის“ მოწყობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 04:00 საათი, ოთხშაბათი), არ გაფორმდება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე.
1775490299
მსოფლიოტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი კარგი პარტნიორები“ არიან. „ისინი კარგი პარტნიორები არიან. ისინი შესანიშნავი და მამაცი ხალხია. ჩვენ უფროსი და უ...
1775487142
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა...
1775487096
საზოგადოებასოზარ სუბარი: დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოზე გამავალი გზები არ იქნება დაცული
დღეს ჩვენ გადაჯაჭვული ვართ უმჭიდროესი ეკონომიკური ძაფებით. წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და თ...
1775487054
საზოგადოებასოზარ სუბარი „შუა დერეფანზე: ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის
ვინც იცის რა არის გეოპოლიტიკა, იმათმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს გვერდის ავლით ასეთი პროექტები ვერ განხორციელდება. საქართველოში მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ევროპული უსა...
1775487005
საზოგადოებალევან მახაშვილი: თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება
თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რადგან რაც არ უნდა ი...


























