“სწორია უკრაინას რომ ვგულშემატკივრობთ, მაგრამ არ გვინდა საკუთარ თავზე ისე საუბარი, თითქოს ჩვენ რუსების შიშით ჩასვრილები ვართ” - ტორესა მოსი
მწერალი ტორესა მოსი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ქართული საზოგადოების მხრიდან აღტყინებულ დამოკიდებულებას ეხმაურება, რომელიც მწერლის აზრით, გარკვეული კუთხით, დამამცირებელი და უსამართლოა ქართველებისთვის:
"არ გვინდა ეს თვითგვემა. რა თქმა უნდა სწორია რომ ვგულშემატკივრობთ უკრაინას, რა თქმა უნდა გვინდა რომ მან მოახერხოს თავის დაცვა, რა თქმა უნდა კარგია, რომ მათ შორის ბევრი მოხალისეა, რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა ჯანდაბაა.
ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომით, არც მოხალისეების ნაკლებობა ყოფილა და არც რამე დაგვიკლია. ჩვენ ვართ 3.5 მილიონი, უკრაინა არის 50 მილიონი. ჩვენ ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, უკრაინის ყირიმი კიდევ პირდაპირ მიიერთა რუსეთმა და თან ისე რომ ტყვიაც არ გავარდნილა.
ჰოდა, არ არის საჭირო საკუთარ თავზე ასე ლაპარაკი, გეგონება არიქა და ჩვენ რუსების შიშით ჩასვრილები ვართ. სადაც საომარი იყო, ყველგან ვიომეთ, ვერ მოვიგეთ, მაგრამ დადგება ეგ დღეც, როცა მოვიგებთ.
ახლა უკრაინას ამერიკა და ბრიტანეთი იარაღით ამარაგებს. ჩვენ საზღვრებთან რომ იდგნენ რუსები და ვეუბნებოდით თავს უნდა დაგვესხანო, არ დაგვიჯერეს და იარაღი არ მოგვყიდა არავინ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარეშე დაგვტოვეს და ბოდიში რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ არავისზე ნაკლები არ გვიომია. მეზიზღება ეს თვითგვემა და დემორალიზება. ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ჩვენი საომარი ნამდვილად ყოველთვის გვიომია."
1793041745
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულშია
უკვე ცნობილია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინანტთა საუკეთესო ათეული, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: უსმან დემბელე, ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა...
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...


























