სუსი "ნაცმოძრაობის" აქციაზე: გეგმავენ გარკვეული სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, ასევე აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც
"აქციის ორგანიზატორები გეგმავენ გარკვეული სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, ასევე აქტიურად განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც" ,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, ქმედებები რომელთა მზიანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ.
როგორც სუსში განაცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ქმედებები იქნეს აღკვეთილი, ხოლო დამნაშავეები კანონის შესაბამისად დასჯილი.
"მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს, პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების ჩამოყვანა რეგიონებიდანაც, გარდა ამისა საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქალაქ თბილისშიც.
ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ გარკვეული სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.
სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა.
ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.
აღნიშნული ქმედებები რომელთა მზიანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირებთა მეშვეობით აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის შესაბამისად მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენიციისა და დანაშაულის აღკვეთისათვის,დამნაშავეები კი უმკაცრესად აგებენ პასუხს", - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.
დღეს გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციას 18:00 საათზე გამართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 37-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
"დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში" - მიხეილ სააკაშვილი
1792503350
ახალი ამბებიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...
1792502754
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელ...
1792501727
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792500891
ახალი ამბებიირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....
1792499950
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს
„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხო...































