თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ პიკი გადავლილია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების პიკი ქვეყანაში გადალახულია, თუმცა მიმდინარე კვირა ამ შეფასებაში გადამწყვეტი იქნება.

როგორც გაბუნია აცხადებს, თვის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს.

„დღევანდელი და ამ კვირის მაჩვენებლები უკვე მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავლილია.

ჩვენ გადავედით გარკვეულწილად სტაბილიზაციის ფაზაში, თუმცა ეს კვირა მაინც კვირის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეძლოს ამ დასკვნის გაკეთება.

დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზაცია მაინც მაქსიმალური რჩება.

თუმცა, თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შედარებით შემსუბუქდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც და შემთხვევების რაოდენობამაც წესით უნდა მოიკლოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება იზოლაციის ვადებს, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს იყენებს იმ პროტოკოლს, რომელიც იზოლაციის დღეების შემცირებას გულისხმობს.

„მთელი მსოფლიო და ჩვენც ასევე ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას.

აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი.

სიმპტომური პირი გადამდები რჩება.

შვიდი დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო, არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები.

იმ შემთხვევაში, თუ ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის იმ რეკომენდაციაში, რომ შვიდი დღის შემდეგ თუ იზოლაცია დასრულდა, პირმა კიდევ დამატებით ხუთი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი მკაცრად.

სხვაგვარად შესაძლოა, იყოს ისევ რისკებთან დაკავშირებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის.

„როდესაც პისიარტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ გარკვეულწილად ჩანს, რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა, შვიდი დღე, პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია, მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და ატაროს ნიღაბი ხუთი დღის განმავლობაში.

არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება ნამდვილად საჭირო არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

სხვა სიახლეები:

🔳 თბილისსა და რეგიონებში პოლიციამ იარაღი ამოიღო, დაკავებულია რვა პირი

🔳 როგორია ეპიდვითარება საქართველოში - კორონავირუსით კიდევ 55 პაციენტი გარდაიცვალა

🔳 “სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ქართველი გოგონების თურქეთის ჰარამხანებში გამოკეტვასთან დაკავშირებით” - ისტორია სოციალური ქსელიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

1791789581

ახალი ამბები

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.  ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...

ძამას ხეობა ძამას ხეობა