თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი, აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე იწყება და მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს.
აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც, ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო პორტის განვითარების ახალ მოდელზე გადავიდა.
„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ფლობს და ქმნის ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი ავითარებს სატერმინალო ობიექტებს. აღნიშნული მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მოდელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
არსებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1.380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
1785587247
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში
ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პა...
1785587197
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას
გიორგი სოსიაშვილი მედიასთან გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმოვანებულ მუქარას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ბ...
1785585187
საზოგადოებასააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - „როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ, ასევე, მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები“
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძი...
1785583885
საზოგადოებაანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებ...
1785582798
საზოგადოებასაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს
„ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრ...



























