პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებსაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას იყენებდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785585187

საზოგადოება

სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - „როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ, ასევე, მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები“

მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა. როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძი...

მიხეილ სააკაშვილი

1785583885

საზოგადოება

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებ...

Tristao Da Cunha

1785582798

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს

„ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრ...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

1785580908

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი სუსის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს ეკონო...

მარიამ ქვრივიშვილი

1785577650

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა „რუბლოვნა“ გამოვა ინიციატივით, ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნეს დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხი...

ჯაბა ხუბუა