ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში
ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ის ასე გამოეხმაურა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებულ მუქარას.
„მაგალითი შეგვიძლია, მარტივად მოვიტანოთ - მაკკეინის ინსტიტუტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიდლაინი გადასცა ოპოზიციას, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით და რასაც დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ექსტრემიზმი, ფაშიზმი, რადიკალიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ამას ემსახურება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ძალიან არ მოსწონთ ამ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ახალი ჩამოყალიბებული სამმართველო. ჩვენ გვსურს სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ელენე ხოშტარიამ, ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა: „როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს“.
1785580908
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი სუსის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს ეკონო...
1785577650
საზოგადოებაჯაბა ხუბუა ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა „რუბლოვნა“ გამოვა ინიციატივით, ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნეს დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხი...
1785577539
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ისტორია ნათლად გვიჩვენებს, ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ამ საქმეში სუსს განსაკუთრებული მისია აკისრია
2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული...
1785577405
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით კორუფციულ დანაშაულთან
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1785577288
საზოგადოებაპრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში
11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრ...



























