საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს
„ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გემი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებს და არ წარმოადგენს სანქცირებულ ან ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს.
„აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები.
გემს გააჩნია მოქმედი ნორვეგიული P&I პასუხისმგებლობის დაზღვევა (Hydor AS), რომელიც ძალაშია 2026 წლის 18 დეკემბრამდე, ასევე, მოქმედი კლასის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ევროკავშირის მიერ აღიარებული და საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ინდოეთის სანაოსნო რეგისტრის მიერ (Indian Register of Shipping). აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ გემი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ოპერირებს და არ წარმოადგენს სანქცირებულ ან ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს. აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები.
ჟურნალისტმა კითხვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კითხვებში აღნიშნული იყო, რომ ხსენებულ სატვირთო გემი კომპანია ForteTrade FZ LLC-ს ეკუთვნის. ჟურნალისტს განემარტა, რომ კომპანიისა და გემის კავშირის ან კუთვნილების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება გემის დოკუმენტაციით.
გემის რეგისტრირებული მფლობელია კომპანია- SEA WISE SHIPPING S.A. (ლიბერია) Comp. IMO: 0369071
გემის ტექნიკური მენეჯერია : EMPOWER SHIP MANAGEMENT PVT LT (ინდოეთი)
Comp. IMO: 0168984
გემის კომერციული და ბენეფიციური მფლობელი: ANVION MARITIME & LOGISTICS SERVICES FZCO (UAE)
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თითოეულ გემს საქართველოში შემოსვლამდე ამოწმებს მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ გემი ან მასთან დაკავშირებული პირები საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან, ასეთ გემს საქართველოს ნავსადგურებში ოპერირების შესაძლებლობა არ ეძლევა.
ასევე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გადაცემის „შაბათის ფორმულა“ ჟურნალისტს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გემის შესახებ, მან, ასევე, მიიღო სატელევიზიო კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან, თუმცა მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და გამიზნულად ეწევა ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას“, - აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მირ გავრცელებუ ინფორმაციაში.
1785577539
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ისტორია ნათლად გვიჩვენებს, ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ამ საქმეში სუსს განსაკუთრებული მისია აკისრია
2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული...
1785577405
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით კორუფციულ დანაშაულთან
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1785577288
საზოგადოებაპრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში
11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრ...
1785575731
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას
ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...
1785573576
საზოგადოებასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების...



























