მოხდა თუ არა გაყალბებული დოკუმენტით ხმის მიცემა - თამარ კორძაიას ბრალდებებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უპასუხეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უარყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.

უწყება კორძაიას განცხადებას ცრუ ბრალდებას უწოდებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი.

ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გაყალბებული პირადობის მოწმობებით არჩევნებს აყალებებს.

"ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. პერსონალურ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგრამ ამას საჯარო ინტერესი მოითხოვს. ერთი ადამიანის პირადობის მოწმობა გვაქვს, სადაც სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა და ორივე მოქმედია, რომელსაც ვადა აქვს 2031 წლამდე.

არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია. აქედან გამომდინარე დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით, საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს.

დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული“, – აცხადებს თამარ კორძაია.

კორძაიამ ასევე ხმის მიცემის პროცესის სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა. სადაც ადამიანებს გული ერევათ, საჯიშე ბიჭების გადასარჩენად წარმოებულ ყალბ ომზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵 "მთავარი არხი" მოქალაქეებს ფულად ჯილდოს სთავაზობს, თუ ისინი არჩევნებში დარღვევის ამსახველ მტკიცებულებებს მიაწვდის მათ

🔵 "Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი "მთავარი არხის" ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და "სრული ნონსენსი და ნაგავი" უწოდა" - თამთა მეგრელიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748981520

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებში „ლიბერალური პარტიის“ ლიდერმა გაიმარჯვა და ხმათა 48,8% მოიპოვა. ამ ეტაპზე, ბიულეტენების 90%-ზე მეტია დათვლილი. ლი ჯე-მიუნგმა...

ჯე-მიუნგი

1748978961

საზოგადოება

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა ევროკავშირში არ გაწევრიანდეს. „უკრაინა გამოწოვს ყოველ ევროს, ფორინტს და ზლოტს, რომლებსაც ჩვენ აქამდე ვხარ...

ვიქტორ ორბანი

1748978169

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: თუ ვინმე მიზნად ისახავს, ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება - ამით ვეღარაფერს დაგვაკლებთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევრობარომეტრის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა და 49% შეადგინა. როგორც მ...

საზოგადოეა

1748975939

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე ევრობარომეტრის კვლევაზე: ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

ქართველებს გვაქვს ხალხური სიბრძნე „რასაც დასთეს, იმას მოიმკი." ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ერთ წელში საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 17%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ე...

დავით ჩიხელიძე

1748974482

მსოფლიო

სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

Sky News Arabic-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ნიუ-იორკს სექტემბერში ეწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1967 წლის ივნისის შემდეგ,...

 აჰმედ ალ-შარაა