თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უკანონო მშენებლობების პროცესი და საწყის ეტაპზე 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა გამოავლინა.

ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.

სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.

„ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ, როგორც მონიტორინგს, ისე ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო მიწების მიტაცების აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება და ვაძლევთ ვადას, რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვის გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ, რა სიტუაციაა ადგილზე, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები.

აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.

„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციული სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა. სამსახური მომავალშიც კანონის შესაბამისად, ოპერატიულად იმოქმედებს კანონდარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად“, - აღნიშნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763728550

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ქვეყანაში არაბული კომპანიის “Eagle hills“-ის შემოსვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მ...

ზურაბ აბაშიძე

1763725797

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა

სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზა...

ირაკლი ზარქუა

1763724676

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის, პასუხების გაცემის ეშინია

ბრიუსელის მხრიდან იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება, რაც ხაზს უსვამს სუბიექტურ და მიკერძოვებულ მიდგომას საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმ...

დავით მათიკაშვილი

1763723257

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ასეთი ტერმინი - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში, ვინაიდან, ეს არის ცხინვალის რეგიონი

„ეს არ არის კონსტიტუციური და საერთოდ ასეთი ფრაზა და სიტყვა - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში ვინაიდან, ეს არის ცხინვალის რეგიონი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1763721816

ახალი ამბები

„კურიერის“ ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს

დახურული წერილი, რომელიც „კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა - „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. ევროპარლამენ...

ევროპის სახალხო პარტია