ირაკლი ზარქუა: თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა

სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით, პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს.

სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ მართალი ხართ და ვიმსჯელოთო. დისკუსიაში არცერთი შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან.

ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც არ ვეკითხებოდით რუსეთს, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც“, - აღნიშნა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763715279

ახალი ამბები

„ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვნის თანდასწრებით რძალზე ფიზიკურად იძალადა“ - ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გა...

საქართველო

1763714750

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

1763713001

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას

„საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სა...

დავით მათიკაშვილი

1763711981

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანია ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რათა საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში,...

შალვა პაპუაშვილი

1763711086

ახალი ამბები

კახა კალაძე ლუკა ძაძამიაზე: ამ ახალგაზრდამ უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში, ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს

კახა კალაძე მედიასთან ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებას გამოეხმაურა. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილებაა. „ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უ...

კახა კალაძე ლუკა ძაძამია