პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 2019 წლის, 23 ივნისს, 86 წლის ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის ფაქტს. გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შვილის თანდასწრებით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში (2019 წლის 23 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763725797

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა

სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზა...

ირაკლი ზარქუა

1763724676

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის, პასუხების გაცემის ეშინია

ბრიუსელის მხრიდან იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებების რიცხვი იზრდება, რაც ხაზს უსვამს სუბიექტურ და მიკერძოვებულ მიდგომას საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმ...

დავით მათიკაშვილი

1763723257

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ასეთი ტერმინი - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში, ვინაიდან, ეს არის ცხინვალის რეგიონი

„ეს არ არის კონსტიტუციური და საერთოდ ასეთი ფრაზა და სიტყვა - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში ვინაიდან, ეს არის ცხინვალის რეგიონი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1763721816

ახალი ამბები

„კურიერის“ ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს

დახურული წერილი, რომელიც „კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა - „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. ევროპარლამენ...

ევროპის სახალხო პარტია

1763721425

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის ფარულ შეხვედრაზე: როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ჩვენ ველოდებით განმარტებებს

„როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ჩვენ ველოდებით განმარტებებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმ...

ლევან მაჭავარიანი