თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩილეს რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს რეზოლუციების სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.
როგორც ელისეო როდრიგო რუის ორტისმა განაცხადა, ჩილე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტების გააქტიურების გზით.
ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მესამედ იმყოფება, იცნობს მის რეგიონებსა და კულტურას და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
1758270485
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად
დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართვე...
1758269970
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამო...
1758264029
საზოგადოებანინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას
აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების...
1758228662
მსოფლიოღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზაში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელისგან პალესტინის ანკლავში დახმარების მიწო...
1758227914
საზოგადოებაპოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი არის ტიპური რუსული მარიონეტი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთი დაუცველია, რუსეთის მარიონეტია
„ვოლოდიმირ ზელენსკი არის ტიპური რუსული მარიონეტი, ადამიანი, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და ამბობს, რომ პოლონეთი დაუცველია, რუსეთის მარიონეტია“, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრ...