კახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა: თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა.

მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, თბილისსა და თბილისელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ მუსიკალური კლიპი, რომლითაც ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება მოვლა, დაფასება, შენარჩუნება. ამაყი ვარ, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ვემსახურო ამ ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვიდეოკლიპი, რომელსაც წარმოგიდგენთ, არის თბილისის განსაკუთრებულობაზე, სიყვარულზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს.

„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ქუჩაში ვხვდები მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას, თანადგომასა და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კლიპის ავტორმა კი განაცხადა, რომ მისთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის და ამ ქალაქის შვილისთვის, უდიდესი პატივი იყო, ემუშავა გოგი ცაბაძის შედევრზე. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თბილისის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758272515

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი

ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...

შალვა პაპუაშვილი

1758272442

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას

თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...

შალვა პაპუაშვილი

1758270485

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად

დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1758269970

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამო...

ნარკოდანაშაული

1758266918

საზოგადოება

თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა...

თეა წულუკიანი