პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ჩ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.შ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული ო.ა. 2000 წელს დაბადებული ე.ბ., 2003 წელს დაბადებული კ.ე., ხოლო მხილებულია 2008 წელს დაბადებული დ.კ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „სუბოტექსტი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
1758272515
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი
ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...
1758272442
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას
თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...
1758271546
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა: თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა. მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის...
1758270485
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად
დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართვე...
1758266918
საზოგადოებათეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა...