ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად

დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ორ კვირაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყება დედაქალაქის განვითარების ახალი ეტაპი, რასაც ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდება.
„დარწმუნებული ვართ და ამას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს წარმატებები ვუსურვო მის გუნდთან ერთად. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ ჩვენს საარჩევნო მუსიკალურ კლიპს. ამ შემთხვევაშიც, ეს ტრადიცია გრძელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ზაზა ნოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი, რომელმაც შექმნა ძალიან თბილი მუსიკალური რგოლი. კლიპს საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა, არის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიკეთით სავსე ქალაქზე. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე ყველა თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, შემდგომი ოთხი წელი იქნება ძალიან ბევრი სიკეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1758272515
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი
ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი არა დაშლით და თავისთავად მოტანით ჩვენი დამოუკიდებლობის, არამედ ბრძოლით იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელი იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს,...
1758272442
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვინაიდან გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ იხილავს, ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა. ასეთი აქტივობებისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას
თქვენ ნახეთ, რომ მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირ...
1758271546
საზოგადოებაკახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა: თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა. მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის...
1758269970
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამო...
1758266918
საზოგადოებათეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა...