თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა - გამოდიან ილუზიიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს და ამას აღიარებენ, მით უკეთესია.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების თხოვნაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეზე დაკავებულები, ალბათ, ხვდებიან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მათ არარეალური მოლოდინები გაუჩინეს რევოლუციასა და ხელისუფლების სისუსტესთან დაკავშირებით, ისინი მოატყუეს.
„რაც მეტი ადამიანი მიხვდება იმ პერიოდში, სამართალში მიცემული, რომ ეს იყო კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებოდათ და რის გამოც იქნენ ისინი დაპატიმრებულები, უკეთესია. ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ, რომლის კონსტიტუციური უფლება მათ გააჩნიათ, მოექცნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში და თუ რამე აქვთ გამოსახატი, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთონ. იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ რევოლუცია ყველაფერს იზამს, უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა და უკვე ჩამოიშლება, უბრალოდ თქვენი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს, ისინი გამოიყენეს და ნელ-ნელა ამ ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი," -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1792760521
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: არავითარი სამართლებრივი დასაბუთება არ გვაქვს, რომ ეჭვი შევიტანოთ დამოუკიდებელი სასამართლოს პლენუმის რომელიმე მოსამართლეში
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლოს უპატივცემულობას შეფასდა პარტია „გახარია საქართველოს“ კიდევ ერთი შუა...
1792760088
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქად...
1792759920
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმ...
1792759171
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ATP 250-ის მეოთხედფინალში ფრანგი ადრიან მანარინო დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში, ან...
1792757560
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...





























