ოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა - კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია
თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია, რომ მმართველმა გუნდმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაიარა.
„გუშინ, ბატონმა [ირაკლი კირცხალიამ], რომელმაც განაცხადა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ავკრძალოთო, იქვე მოაყოლა, რომ გავლილია კონსულტაციები საპატრიარქოსთან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი საქციელია, ახლა ხელისუფლების კრიტიკა არის თუ არა ეკლესიის საქმე - ეგენი არიან, ყველა ეპისკოპოსი არის ადამიანი და ხელისუფლების კრიტიკა არ არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება ვინმეს დაუშალო, მით უმეტეს, პირიქით - ჩემი აზრით, რაც უფრო კრიტიკული იქნება ნებისმიერი სფერო, უკეთესია ზოგადად.
ვერ დავიკვეხნი, რომ სუროგაციის მიმართულება ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება, შთამომავლობას ეხება და არ არის ეს ისეთი საკითხი, რომ ასე პირდაპირ ვიღაც პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კვალიფიკაცია, რანაირად შეიძლება იცოდეს სასულიერო პირმა სამედიცინო მიმართულება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
1795448387
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას? არ ამოვიდა ყელში ეს ვითომ მორალისტებისგან და ვითომ ამ ქვეყანაზე მოფიქრალებისგან „ტიპების“ ძერწვა?- წერს ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. გეგეჭკორის თ...
1795446398
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება
„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამა...
1795445553
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დ...
1795445083
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური ძალები ეცდებიან ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ და არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ, თუმცა არსებობს მწვავე რისკები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა სუროგაციაზე უარს ამბობს
„ალბათ მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული დისკუსია დაიწყებოდა. იმიტომ, რომ, მიუხედავად საყოველთაო თანხმობისა, რომ ამ თემას უზარმაზარი რისკები ახლავს, რისკები, რომლებიც ძალიან მწვავე რისკებს წარმოადგენს სი...
1795444228
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა დ...






























