გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა.
„კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას ახალი იდეების, ინოვაციური მიდგომების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის წინსვლისთვის. სამედიცინო სასწავლო და კვლევით პროგრამებში ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია აუცილებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სამედიცინო განათლება გახდეს რეგიონში სამაგალითო და შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გაზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს უმაღლეს პროფესიულ კომპეტენციას‘‘,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა; ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ; თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ; ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა ჰარმ პიტერსმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანმა გორდონ ჩერჩვარდმა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების სფეროში, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინოვაციური მიდგომებისა და გამოწვევების განხილვა და გაზიარება. საერთაშორისო კონფერენციაში 10 ქვეყნის დელეგაცია, 300-მდე მონაწილე და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სპიკერები დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
1761834623
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება ეს პარტიები, ეს იქნება გარკვეული პრევენციული ეფექტის მომტანი ნებისმიერი სხვა ექსტრემისტული დაინტერესების მქონე ძალისთვის
როდესაც პოლიტიკური ველი არის ფაქტობრივად ოკუპირებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს ართულებს იმ შესაძლებლობას, რომ პარალელურად გაჩნდნენ სერიოზული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ, - გ...
1761831962
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები შეზღუდულია და NGO-ებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა. უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაეცა გერმანიის მხრიდან, საქართველოში დაფინანსების საკითხებს
თუკი ჩვენ ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია ამის დამალვა იყოს ს...
1761829934
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761828269
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას. „კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ...
1761826563
ახალი ამბებინინო წილოსანი: პარტიის აკრძალვის ძირითადი მიზეზი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის რიგი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება „ნაცმოძრაობის“ დასაცავად გამოდის
აკრძალვის ძირითადი მიზეზი არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერა. გულდასაწყვეტია და ყველაზე მძიმე მისაღები ის არის, რომ ევროპის რიგი პოლიტიკოსები, თუ სხვადას...


























