თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის, ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის, ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი“, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში წარმატებით მიმდინარეობს.
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს - როგორც საზოგადოება ხედავს, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს ვიზიტი. გარდა პრეზიდენტისა, დელეგაციის წევრები არიან მინისტრები, მთავრობის წევრები, რომლებიც ასევე მართავენ ორმხრივ შეხვედრებს. ხვალ არის დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გენერალური ასამბლეის სხდომაზე. გაკეთდება კონკრეტულია აქცენტები, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი დატვირთვა.
მოგეხსენებათ, იქ არის საუბარი გაეროს სამ ძირითად პრიორიტეტზე, ეს არის: მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ამ სამივე საკითხზე და იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელ პერიოდში ამ თვალსაზრისით. ცხადია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ დარჩება ყურადღების მიღმა.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ამ სამ ძირითად პრიორიტეტთან მიმართებით და წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი და თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, როდესაც სახელმწიფოში ხელისუფლება ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთებს და ეროვნული დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული უმთავრეს პრიორიტეტად და ერთგვარ ქვაკუთხედად და, მეორე მხრივ, სად არიან ისინი, რომლებიც ბრმად ასრულებენ სხვადასხვა დაკვეთას და არიან ქცეული მარიონეტებად“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1780828784
ახალი ამბებიკალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული
„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...
1780827865
ახალი ამბებიანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მომგვევლინა, კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო“ - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ...
1780826386
ახალი ამბებიობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...
1780824732
ახალი ამბებიშიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...
1780822962
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...































