ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან.
„რაც მეტს ლაპარაკობენ, უფრო მეტად ამყარებენ ჩვენს სარჩელს. ისეთ აბსურდებამდე დავიდნენ, რომ წითლიძემ თქვა, თითქოს სააკაშვილი არ იღებდა გადაწყვეტილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და თითქოს ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არ ბრძანდებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასეთ აბსურდებამდე არიან დასულები.
ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის, ანუ ჩვენ მხარეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მყარია. ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა. შესაბამისად, აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან და აბსოლუტურად არანაირი თავის მართლების შანსი არ გააჩნიათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1795249585
ახალი ამბებიქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
1795249091
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის
ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათ...
1795247858
საზოგადოებაილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს: ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ - ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავ...
1795246367
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდები...
1795245477
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობ...



























