პატრიარქი: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს

მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ წირვა თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა.

უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მორწმუნეები დალოცა. აღნიშნა, რომ თითოეულ მორწმუნეს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც მას იცავს.

პატრიარქმა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

„დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს და ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და ვინც არიან დაშავებულები, ასევე მათ ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

ზეციური ძალები არიან ძლიერი სულები, კეთილი წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან და ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი, არამედ ზეციურ სამყაროში არის 3 იერარქია და 9 დასი. მთელი ამ ანგელოზთა სამყაროს მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ მისი და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების.

ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან. ჩვენ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, როდესაც ბოროტებაზე ვთანხმდებით და პირიქით, ჩვენ მას მოვიზიდავთ ჩვენკენ, როდესაც ვიჩენთ სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

და აი, მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება, რომ ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არსებობს“, - განაცხადა პატრიარქმა, შიო მესამემ.

დღეს მთავარანგელოზობაა.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795249585

ახალი ამბები

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

ქუთაისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელზე დამწვრობა აღენიშნება. მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

პოლიცია, ლენტი, პატრული

1795249091

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის

ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათ...

	ირაკლი ქადაგიშვილი

1795247858

საზოგადოება

ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს: ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ - ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავ...

ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილ

1795246367

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდები...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1795245477

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობ...

დაკავება და ბორკილები