თორნიკე გერლიანი: 10 აგვისტოს გამოვიდა ჯარი და 11 აგვისტოს გამოვედით ჩვენ, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო

კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემა განიხილება.
თორნიკე გერლიანის განცხადებით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ხოლო ადგილობრივებმა - 11 აგვისტოს, მანამდე კი ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებდა და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა.
„დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ მანდ და როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს - სამწუხაროდ, ჯერ მოდიოდა ჯარი და შემდეგ მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ შეიძლება 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. ბოლო დანაყოფი, ოცეული, ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა - ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. [ამას გვეუბნებოდა] ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები“, - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
1748694292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით
„საქმეებზე, რომლებიც რეზონანსული იყო და პოლიტიკურ იარლიყს აწებებდნენ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულება მოქმედებდა მაღალი სტანდარტით“, - ასე გამოეხმაურ...
1748692644
ახალი ამბებიშს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...
1748689460
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ
„ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...
1748687709
საზოგადოებასახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან
ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...
1748684639
ახალი ამბებიავარია ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე - დაღუპულია 1 ადამიანი
ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილ...