ცარიელი ბუხრის  დანახვა ძვლებს უყინავდა… თოვლმა ვიღაც დაამწუხრა, ვიღაცას უდიდესი სიხარული მოუტანა! - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, ფეისბუკის გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ისტორია, მოხუცს შეეხება, რომელიც მკაცრ ზამთართან გამკლავება უწევს.

„მთელი ღამე ითოვა…

ბუხარში ბოლო ფიჩხები შეყარა და ლოგინისკენ წავიდა… საწოლი ბუხრიდან ოდნავ მოშორებით, კედელთან იდგა… ქარს შუქის ხაზები ჩაეწყვიტა და პატარა ოთახს მხოლოდ ცეცხლის ალი ანათებდა. მეტი არც იყო საჭირო… ოთახში ისედაც არაფერი მოიპოვებოდა, პატარა მაგიდის, ერთი საღი და ერთიც სამფეხა სკამის, რკინის საწოლის გარდა…

დილით ადრიანად გაეღვიძა…  ზამთარში საქმე რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვეულებად შემორჩა და გაყინულ ოთახს რომ თვალი მოავლო, ლოგინში წრიალი დაეზარა. ძველ დროს შემორჩენილი წინდები ამოიცვა, გადაჭრილ ბოტებში ჩადგა ფეხი და კარისკენ გაეშურა…

არც ბილიკი  ჩანდა, არც კარ-მიდამო, თითქოს ვიღაცამ თეთრი ზეწრის ქვეშ მოაქცია მთელი სამყარო!…

შეშაც აღარ შემორჩა, დილით ცეცხლი რომ აენთო… არ ეგონა, თოვლი ამდენს თუ შეძლებდა…

იმედით იყო, ადრიანად ხის წაქცეულ ღობეს გამოაცლიდა ხმელ ტოტებს და მთელი დღე გასათბობად ეყოფოდა…

ქოხის წინ დაღმართი იწყებოდა… უკვე იკრიბებოდნენ ბავშვები, რომ ციგებით დაშვებულიყვნენ…

შორიდან ესალმებოდნენ… ბედნიერების ხმა ისმოდა…

იდგა მოხუცი ზღურბლთან და არ იცოდა, რა ექნა… ცარიელი ბუხრის  დანახვა ძვლებს უყინავდა… ცოტა ხანი მაინც ეცადა დალოცვილს, ფიქრობდა გულში…

რა კარგია თოვლის მოსვლა, ძლივს არ გვეღირსა?! -ესმოდა გარედან…

თოვლმა ვიღაც დაამწუხრა, ვიღაცას უდიდესი სიხარული მოუტანა!“,-წერს, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა - ტრაგედია თბილისში

🔵მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ გაზრდილი ფასები დროებითი მოვლენაა და დაძლევადია - ნათია თურნავა

🔵რა უნდა გვქონდეს და არ გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე