"უგულავას განცხადება იყო კატასტროფა, ვგმობ და არ ვეთანხმები" - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადება დაგმო.

ხოშტარიას თქმით, დღეს თითოეული პოლიტიკოსის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"გიგი უგულავას განცხადება იყო კატასტროფა, ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საერთოდ კომენტარიც კი არ მინდა იმაზე, რომ არ არსებობს საქართველოში ვინმეს ბავშვი და ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიგი უგულავამ 9 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს” რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ, მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა დაიწვება, რადგან ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ამზადებთ, დაანგრევს ამ ქვეყანას, გააუბედურებს უამრავ ადამიანს, ცრემლებს დააღვრევინებს უფრო მეტად, ვიდრე მდინარეებია ამ ქვეყანაში და თქვენ ტყუილად გგონიათ, რომ გაიხარებთ ამ უბედურების ჟამს. თქვენი შვილები შეგაფურთხებენ სახეში, თუ ამ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას ეს განცხადება ასევე გააკრიტიკეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სხვა უფლებადამცველებმა.

ამავე თემაზე:

🔲 სახალხო დამცველი გმობს გიგი უგულავას განცხადებას 

🔲 „გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში“ - უფლებადამცველი გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749753798

მსოფლიო

ტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...

დონალდ ტრამპი

1749751166

საზოგადოება

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...

პროკურატურაა

1749749111

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ

უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...

გურამ მაჭარაშვილი

1749746659

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს.  როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ,  გარდაცვლილია...

მდინარემდინარე

1749745478

ახალი ამბები

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფ