"ვახშმად ძველი მჭადი გვქონდა, ახალი მთვარე ანათებდა და გვიხაროდა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"იყო და არა იყო არა.

იყო ცაზე ვარსკვლავები და ისე მოებნიათ, თითქოს ჯვალოზე წუხელ დაფშვნილი სიმინდიაო და ქარი ღრუბლის თხელი წაღებით ფრთხილად დადიოდა, ფეხი არ სტკენოდა აქაოდა.

ვახშმად ძველი მჭადი გვქონდა და ახალი მთვარე ანათებდა და სიხარული გვიხაროდა.

სხვა არაფერი გასახარი.

ამ სიხარულს კიდევ რამე კონკრეტული და ზუსტი სახელი არ ერქვა და თუ მაინცდამაინც დაიჟინებთ და სახელს დავარქმევთ - ეს სიხარული იყო ღუმელზე გასაშრობად შემოწყობილი შეშა, ამ შეშებს შუა ბევრგან ამოტეხილი ჩაიდანი სხვათაშორისი და ფრთხილი სტვენით, ლამპა შუშა გალანცული, ჩვენი ჟირაფებივით წაგრძელებული ჩრდილებით კედელზე და ამ ჩრდილებზე სიცილი იყო ეს სიხარული.

იყო კედელზე ჰემინგუეის პორტრეტი და კედელზე სტალინი-ჩერჩილი-რუზველტის პორტრეტი და კედელზე კედლის რადიო.

მკვდარი.

დომინოში მეზობელი რომ ბაზარში გაიარდა - ესეც.

ეს ბოლო წინადადება ახალი თაობის ადამიანისთვის წინადადებადვე გაუგებარია, არათუ სიხარულის მიზეზად.

ასე რომ შეგვიძლია გამოვტოვოთ.

მოკლედ ვიყავით ხუთი და გვიხაროდა.

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა.

ეს სიხარულის ატრიბუტებიც ერთნაირი იყო.

მაგრამ ჩვენ მაინც და მაინც რომელიღაც დღეს გვიხაროდა.

რატომ იმ საღამოს - ნუ მკითხავთ.

არც მე ვიცი", - წერს გიორგი კეკელიძე.

სხვა სიახლეები:

🔳 ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს - გიორგი კეკელიძე

🔳 "რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო თვითმფრინავი" - ემიგრანტის ისტორია

🔳 ნანა გეგეჭკორი: ომიკრონით გამოწვეული კოვიდ -19 ნამდვილად არის ბევრად უფრო მსუბუქი და ნაკლებად სასიკვდილო დაავადება - აკონტროლეთ თქვენი ქრონიკული პრობლემები

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია