ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? – ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.

უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი. ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?

იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.

ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა. ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდი გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად. მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება. მეხმარება, იმიტომ წაბლისფერი თვალები მაქვს.

ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო. გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი. იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა. დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება.

ხოლო მე, ურწმუნო და უსაყრდენო კაცი, გამოფიტული ამ ზედაპირული ცხოვრების მორევით, ხან შემთხვევით, ტაძრის კართან აღმოვჩნდები, შევდივარ და ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს. როგორც სარკეს, სადაც ბევრი ოცნება მქონდა, ყოველდღიურ ღიმილს არ ვიზეპირებდი საგანგებოდ წინა საღამოს და არც უცნაური, შიშნარევი გულისცემა მაღვიძებდა გამთენიისას.

დღეს დილით, ძალიან, ძალიან მომინდა დავიჯერო, რომ სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით ვუყვარვარ, რადგან წაბლისფერი თვალები მაქვს. მერე რა, რომ მილიონობით ადამიანს აქვს ასეთი თვალები. მე თუ მკითხავთ, რწმენაც ეს არის – არა ცოდნით ძებნა საყრდენისა, არამედ განცდით. ბებიაჩემმა ასე მითხრა. ბებიაჩემმა, ნათელამ.“, - წერს გიორგი კეკელიძე ფეისუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა ... დამშეულ ერს ამ მასკარადს აყურებინებენ - სამოქალაქო აქტივისტი დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

🔵 შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას გატაცებულ ცხედარზე რაღაც მანიპულირება მოხდა - საიას თავმჯდომარე ექსპერტიზის დასკვნაზე

🔵 7 მილიონს ვუხდით 9 სამინისტროს თანამშრომლებს 1-10 იანვრის უქმე დღეებში - ფლანგვის დეტექტორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765720771

ახალი ამბები

პრემიერი: იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

 იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტან...

 ირაკლი კობახიძე

1765716486

მსოფლიო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

 გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...

პოლიცია

1765712090

ახალი ამბები

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...

თოვლი

1765709335

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს

 ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...

მსოფლიო

1765706350

მსოფლიო

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...

რომის პაპი და ზელენსკი