ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები

ჩენდლერის ინსტიტუტის „კარგი მთავრობის ინდექსი 2026“- ში საქართველომ გლობალურად, 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს აქვს ეფექტიანი მმართველობის, ასევე იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც აუმჯობესებს, ზოგადად, როგორც ქვეყნის, ასევე მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას.

სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას (მოლდოვა, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს (უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი). ქვეყნის შეფასება განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებებით: „მიმზიდველი ბაზარი“, „ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება“ და „ჯანსაღი კანონები და პოლიტიკა“.

ამასთან, 2026 წელს გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ ინდიკატორებში: პოლიტიკის განხორციელება; შემოსავლის გადანაწილება; სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი; პასპორტის სიძლიერე და პერსონალური უსაფრთხოება.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშში ხაზგასმულია სამთავრობო პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საჯარო სამსახურის/სერვისების მოდერნიზაციის თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობები.

„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, ზოგადად, ქვეყნის მიმზიდველი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებები საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ კუთხით მთავრობა აგრძელებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780325073

საზოგადოება

ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე

საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი გენერაციის, ახალი განახლებადი სიმძლავრეებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანა იყოს სრულად თვითკმარი,...

ინგა ფხალაძე:

1780323744

სპორტი

Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა

ახალი მონაცემებით, პარი სენ ჟერმენის ქართველი შემტევი 140 მილიონი ევრო ღირს, რაც წინა მონაცემზე 50 მილიონით მეტია. აღნიშნული შედეგით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს მე-7 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი...

ხვიჩა კვარაცხელია

1780322272

მსოფლიო

ფაშინიანმა უარყო ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო იდეა ევროკავშირისა და ევრაზიულ კავშირს შორის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ფაშინიანმა ამ იდეას „ალოგიკური“ უწოდა...

ნიკოლ ფაშინიანი

1780322231

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს

დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიე...

 მეუფე იაკობი

1780322168

საზოგადოება

ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა „თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა გან...

ფონდმა „ქართუმ