ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი

„ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ანგარიშის შეფასებისას.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული.

„მაგალითად, 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი სექტორები, რომლებსაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეაქვთ, არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე განათლების სექტორები, რომელთა ზრდაც საკმაოდ მაღალია“- აღნიშნა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო პერიოდშიც შეინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას, რაც საქართველოს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია - საუბარია, მათ შორის, შუა დერეფნის ნაწილზე, ასევე ტრანსპორტის სექტორის შემდგომ ზრდაზე.

„ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობა საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენ მიმართული, მიმდინარე რეფორმები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმაც, წლის განმავლობაში, ზოგიერთმა რამდენჯერმეც გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით, მაგალითად, სულ ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაზარდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება მთავრობის მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მათ შორის, მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა, რომელიც, მისი შეფასებით, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763478456

საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა

„სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო,...

გიორგი ჭოლაძე

1763478292

საზოგადოება

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7078 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7078 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებ...

ვალუტის კურსი

1763478231

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი“, -...

ვახტანგ ცინცაძე

1763476664

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, შესაბამისად, რეიტინგში აღნიშნული მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის

ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა...

ლევან ჟორჟოლიანი

1763476620

საზოგადოება

წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა

წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენუ...

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ