ლევან ჟორჟოლიანი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, შესაბამისად, რეიტინგში აღნიშნული მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის
ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 15 წევრ სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
„აღნიშნული ანგარიში გულისხმობს მთავრობის უნარს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით. ამ მიმართულებით, მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კერძო ინიციატივების, ბიზნესის დახმარებას, სუბსიდირებას, გარკვეული ბიზნესების წახალისებას, ახალი სფეროების განვითარებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი აღნიშნული ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალურ კვლევას, რომელშიც 7 საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1763469170
ახალი ამბებიდაგეგმილი სამუშაოების გამო, თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება....
1763466086
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელში ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ქართული საზოგადოების უვიზო მიმოსვლის შეჩერებით შეშინების საფუძველი არ არსებობს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელი ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იყენებს, რათა ქართული...
1763464339
ახალი ამბებინინო წილოსანი ხაზარაძეზე: თავად ჰქონდა მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულება არ გასაჯაროებულიყო, დღეს კი ითხოვს „იგლ ჰილსის“ კონტრაქტის გასაჯაროებას
„ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როცა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას. კერძოდ, დეპუტ...
1763461046
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამომრჩეველზე იზრუნოს, რომ გავლენის ქვეშ არ მოექცეს, მნიშვნელოვანია, ადამიანებს რეალური ცოდნა და წარმოდგენა ჰქონდეთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში
„სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 34 ათასმა ადამიანმა მიიღო, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მათი წილი მინიმალურია, შესაბამისად, მათ არჩევნების საერთო შედეგებზ...
1763460067
მსოფლიოპროკურატურამ არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრც...



























